3D სათვალე, პოპ-კორნი და წინ “საოცრებათა ქვეყანაში”

თანამედროვე სამყაროში, პროგრესისადმი სწრაფვა ყველაზე ჯანსაღ მოვლენადაა ქცეული. ვითარდება კინემატოგრაფიაც, თუმცა რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს სამ განზომილებიანი ფილმის ეფექტი, რომელიც დღეს ძალზედ აქტუალური გახდა, სინამდვილეში სრულებითაც არაა ახალი.

პირველი 3D ფილმი ლოს ანჯელესში, სასტუმრო ამბასადორის თეატრში, 1922 წლის 27 სექტემბერს გაუშვეს  პროდუსერმა ჰარი ფეაროლმა და კინემატოგრაფმა რობერტ ელდერმა. ფილმს ერქვა “სიყვარულის ძალა” და მისი ყურება შესაძლებელი იყო წითელ-მწვანე ფერის სათვალით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე მალე ნიუ იორკშიც დაიწყეს წერა, სურათმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა და ის დღედღეისობით დაკარგულია.

ლოს ანჯელესში გამართული სეანსის შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სამ განზომილებიანი ფილმის კეთება მივიწყებული იყო. თუმცა 1952-იან წლებში მას ოქროს ხანა დაუდგა და დაიწყო მისი მეტად დახვეწა. სწორედ ამ დროიდან შეიმუშავეს კადრის გაორების ეფექტის გამოყენება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა 3D ფილმების ისტორიაში. ტექნოლოგიებთან ერთად, კინემატოგრაფები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ სათვალის ხარისხიც.

დღესდღეობით სამ განზომილებიანი ფილმისთვის ნაკლებად იყენებენ წითელ და მწვანე მინებიან ფოკუზს. ახალი თაობის სათვალეს აქვს პოლარიზებული სისტემა, რომელიც მასში მხოლოდ პოარიზებულსავე სხივებს ატარებს, დანარჩენს კი აირეკლავს. მინის შემცველობაში შერეულია სპეციალურ, ქიმიური ნაწილაკები, რომელთა საშუალებით ადამიანი მარჯვენა და მარცხენა მხარეს, სრულებით განსხვავებულ სურათებს ხედავს, რასაც შემდეგ გონება ერთიანად აღიქვამს.

ზოგადად, სამ განზომილებიანი ფილმები კადრის სიღრმისეული შეცნობის ილუზიას გვაძლევს. სპეციალური ვიდეოკამერები კადრებს სხვადასხვა ხედვით იღებენ, რასაც საბოლოოდ სპეციალური სათვალის დახმარებით ჩვენი ტვინი აერთიანებს.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფილმების საკმაოდ ვრცელი ისტორიისა, მათ ძირფესვიანად ფეხის მოკიდება კინოში 2010 წლამდე ვერ შეძლეს.

უკვე გამოსულია რამდენიმე ახალი თაობის 3D ფილმი, “საშობაოზღაპარი”, კამერონის “ავატარი” და “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”- ასევე, მალე ეკრანებზე გამოჩნდება “შრეკი”-ს უკანასკნელი სერია, რომელიც სწორედ სამ განზომილებიანი ტექნოლოგიებითაა შექმნილი

კრიტიკოსების აზრით, მსგავსი ფილმების გდაღება მომავაშიც გახშირდება, განსაკუთრებით ფანტასტიკურ ჟანრში. ასევე ბოლო კვირების განმავლობაში ჰოლივუდში ცნობილი გახდა, რომ იგეგმება რამდენიმე ფილმის მაშტაბური

გადაღებები სამ განზომილებაში, ასე რომ სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ 3D სათვალე, ავიღოთ პოპ-კორნი და წინ “საოცრებათა ქვეყანაში”.

სტატიის ავტორია: Panshow

2 Comments

Filed under ახალგაზრდობა

რევოლუციური განათლება

ლაშა ქავთარაძე

2003 წელი ლამის ახალი წელთაღრიცხვის ათვლის წერტილად გამოცხადდა საქართველოში. 90-იანი წლების  საყოველთაო გაპარტახებისა და ნგრევს შემდგომ , მგონი პირველად გაჩნდა ხალხში განწყობა , რომ  რაღაც შეიძლებოდა სასიკეთოდ შეცვლილიყო. სამწუხაროდ, აღტაცებამ და რევოლუციურმა სულისკვეთებამ სრულად ჩაკლა ჩვენში რეალობის აღქმა . რატომღაც ყველას ეგონა, რომ ”რევოლუციური სამეული” ღვთიური წარმომავლობისა იყო და მათი სურვილი ქართველი ხალხის კარგად ყოფნისა საკმარისი იქნებოდა  ამ ოცნების(?) სინამდვილეში გადმოსატანად . ალბათ თუკი რომელიმე სფეროს სჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება ეს განათლების სისტემა იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ ზენიტში აყვანილ კორუფციაზე , სრულ ქაოსზე უნივერსიტეტებსა და იმ დროისათვის ჯერ კიდევ საშუალო (აწ უკვე საჯარო) სკოლებში , დღითიდღე უარესდებოდა ქართველი მოსწავლე-სტუდენტების აკადემიური მოსწრება და განათლების დონე. დღეს ,როდესაც ”ღვთიურ-რევოლუციური სამეული ” კი არა ”ერთეულიც” უკვე წყალშემდგარია, ალბათ ლოგიკური იქნება დავფიქრდეთ რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში ჩვენს განათლების სისტემაში ? რა გვინდოდა ყოფილიყო და როგორია რეალობა?

ნოემბრის ვარდის სურნელს განათლების სფეროში ახალი მინისტრი – კახა (ალექსანდრე) ლომაია  მოჰყვა. დაიწყო რეფორმების ტალღა და ამ რეფორმების თანმდევი კრიტიკა (სხვა საკითხია თუ რამდენად გონივრული ან სწორედ შერჩეული იყო კრიტიკის ფორმები და მიზნები). ყველაზე თვალში საცემი და რეზონანსული გამოდგა საატესტატო გამოცდების გაუქმება და ალტერნატივად ”ერთიანი ეროვნული გამოცდების ” შემოღება  . წინააღმდეგობა რომელიც მოყვა გამოცდების სკოლიდან გატანას სულაც არ იყო გასაკვირი. როგორც წესი სიახლეებს  ყოველთვის უარყოფითას ვუყურებთ , დროთა განმავლობაში კი ახლის დაძველებასთან ერთად  , მისი თავგადაკლული დამცველნი ვხდებით ხოლმე.  არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად დავიცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ამჟამინდელ სისტემას 2011 წლისთვის, როდსაც 4 საგნის ნაცვლად ყველა მოსწავლეს მოუწევს 10 საგნის ჩაბარება , მაგრამ ფაქტია რომ თვის დროზე მისმა შემოღებამ მაინცა და მაინც ერთგვაროვანი რეაქცია არ გამოიწვია. სრული დაბნეულობა და შემდგომ უკვე საყოველთაო რისხვა გამოიწვია ”უნარ-ჩვევების” საგამოცდო საგნად დამატებამაც . სიტყვა ”უნარ-ჩვევების” სემანტიკაც კი არ იყო ჯერ კიდევ გააზრებული , რომ გაჩნდა ლეგენდები საგანზე, რომელიც ”თურმე ბავშვებს ასწავლიდა რომ მოხუცს და ორსულს ტრანსპორტში ადგილი არ უნდა დაუთმო , იმასაც ამბობდნენ – ამავე საგანში ისწავლება,  რომ ჟირაფები დაფრინავენ და თევზები ხეებზე დახტუნაობენო” . რაღა თქმა უნდა, ასეთ სულელურ ჭორებს მალევე მოეღო ბოლო, მაგრამ ბევრს დღესაც არ აქვს ბოლომდე გააზრებული თუ რა მნიშვნელობა და რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ საგანს.

კიდევ ერთი საკითხი რამაც არანაკლები დაბნეულობა და უარყოფითი რეაქციები გამოიწვია ეს იყო თორმეტწლიანი სწავლების შემოღება , რომლის იდეაც თავისთავში საკმაოდ კარგ საწყისებს ატარებდა მაგრამ , ჩვენი სასკოლო განათლების პირობებში სრულიად უაზრო და დამატებითი თავის ტკივილი აღმოჩნდა. უკვე მოგვიანებით კი საკმაოდ სარფიანი ბიზნესის მასტიმულირებელიც გამოდგა. არაქართულენოვანი სკოლის დირექტორები მომიტევეთ და დაძღნენ 2008 წელს იმდენი ფული იშოვეს ქართული სკოლების მოსწავლეებისგან. შედეგმაც არ დააყოვნა და ქართული უნივერსიტეტები (რომელთა რიცხვიც ნაწვიმარზე სოკოების რიცხვს ტოლს აღარ უდებს) აივსო ზეგანათლებული ახალგაზრდობით . საბაბის მიცემა და ჭორების დახვავება ერთი იყო : ჯერ თქვეს რომ 12 წლიანი სწავლა მხოლოდ ერთი წელი იარსებებდა , შემდეგ თქვეს რომ მეთორმეტე კლასელთათვის სწავლა მხოლოდ ერთი სემესტრი იქნებოდა  , ზოგიერთი კი ამტკიცებდა , რომ თებერვლამდე დაბადებული ბავშვები 11 წელს ისწავლიდნენ მარტიდან დაბადებულები კი  12 წელს (შესაშური ლოგიკაა). მიკლედ ჩვენმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ ამდენ ჭორსა და კრიტიკას ჩვეული სიხისტით უპასუხა და რქებით მიაწვა რეფორმების მოწინააღმდეგეთ.

საბოლოოდ კი შედეგად მივიღეთ 2005-2010 წლებში ”ერთიანი ეროვნული გამოცდები” თავისი ნაკლითა და დადებითი მხარეებით. 12 წლიანი სწავლა  რომლის აზრსაც ვერავინ ხვდება , და ამაში ვერავის გაამტყუვნებ – მართლაც და რა მნიშვნელობა აქვს 11 წელი არ ივლი სკოლაში თუ 12 . არავის მოსვლია ალბათ აზრად, რომ სისტემის მშენებლობა საძირკვლიდან უნდა დაეწყოთ და არა სახურავიდან. მაშინ როდესაც საჯარო სკოლებს მხოლოდ გარეგნულად აქვთ სკოლის შესახედაობა შენარჩუნებული , რეპეტიტორული სწავლება ყველანაირ ნორმის ფარგლებს სცილდება , წიგნები ყოველწლიურად იცვლება მინისტრების გემოვნებისდა მიხედვით , მაშინ როდესაც მოსწავლისათვის წარმოუდგენელი გახდა ცნებების – ”სკოლისა” და ”სწავლის” დაკავშირება , ცოტა არ იყოს და არალოგიკურად უნდა ჩაითვალოს სწავლის გახანგრძლივება.

შემდეგი ნაბიჯი ”ლიბერალური განათლების სისტემის ” საქართველოში დანერგვისა გახლდათ სკოლის დირექტორთა ლოტოტრონებითა და ლატარიის მსგავსი გათამაშებებით დანიშვნა. თუმცა ამ ყველაფერს თან გასდევდა ერთი ქართული შტრიხი – პროტექციონიზმი. მინისტრთან და ხელისუფლებასთან დაახლოვებულ დირექტორობის მსურველებისათვის ფორტუნამ თვალები დახუჭა და ისინი თქვენ წარმოიდგინეთ და იმ სკოლებში აღმოჩნდნენ განაწილებულნი , რომლებშიც თავად სურდათ.

რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდაზე (რომელიც რატომღაც სწავლების ხრისხის უკუპროპორციულად იზრდება) და თითქმის ყოველ სარდაფში გახსნილ სასაცილო უნივერსიტეტებზე , შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არც  სასკოლო და არც საუნივერსიტეტო სწავლება არაა იმ დონის , რომლითაც ჩვენ შევძლებთ ვიამაყოთ.

ახლა კი რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ უკანასკნელ სიახლეებზე. როგორც ზემოთ მოგახსენეთ მომავალი წლიდან საქართველოში ყველა მოსწავლეს მოუწევს 10 საატესტატო გამოცდის ჩაბარება (გასაოცარია როგორ უნდა ჩააბარონ მათ ვინც ეხლა 10-11 კლასებშია) ,თუმცა ამ ყველაფერსაც აქვს ერთი ”დადებითი” მხარე – გამოცდები უფასო იქნება , როგორც ეს მაია მიმინოშვილმა განაცხადა გაზეთ ”24 საათთან” საუბრისას (ამჟამად არსებული წესის მიხედვით მოსწავლეებს 100 ლარის გადახდა მოუწევდათ). სკოლებში დაინერგება პატრიოტული სწავლება , რომელსაც ქართული ”ოპოზიცია” განსაკუთრებით  აკრიტიკებს , მინისტრის მიერ დადებული პირობის თანახმად კი სასწავლო წიგნები ყოველწლიურად აღარ შეიცვლება (იმედი ვიქონიოთ რომ მინისტრებიც !) , ასევე ძალზე აქტუალურია მოსალოდნელი, ცოტა არ იყოს და ბუნდოვანი, ტესტირება მასწავლებლებისათვის. ეს ტესტირება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ნებაყოფლობის საფუძველზე 2010 წლის ივლისში. ამ ეტაპზე ჩაბარდება ორი გამოცდა: პროფესიულ უნარებსა და კონკრეტულად იმ სამ საგანში, რომელსაც ასწავლიან. ასევე საქართველოს განათლების მინისტრი სკოლის დირექტორებს ხელფასების მომატებას პირდება აპრილიდან (სავარაუდოდ მინიმალური ხელფასი 1200 ლარი იქნება) .

ასეა თუ ისე საქართველოში განათლების სისტემამ საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა , სხვა საკითხია , თუ რამდენად უმტკივნეულო და ეფექტური იყო ეს ყველაფერი . ჩვენ უკეთესი მომავლისა და განათლების იმედით უნდა შევეცადოთ მოვახდინოთ საკუთარი შეხედულებების რევოლუციური აღტყინებისაგან განხიბვლა და რეალობას პირდაპირ შეხედვა . რეალობა კი შემდეგია – პოსტრევოლუციურ ეპოქაში საქართველოს განათლების სისტემა არც თუ დახვეწილია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მემკვიდრეობა , რომელიც მიიღო ჩვენმა “პრო-დასავლელმა” მთავრობამ და არც მხოლოდ კრიტიკას უნდა მივეცეთ და არც მაამებლურ პირფერობას. სჯობს ერთად ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად   სწორად დაგეგმილია ჩვენი განათლების სისტემა .

12 Comments

Filed under საზოგადოება

მშრალი რეალობა

ირგვლივ უამრავი ფერი, სხვადასხვა ნახატში ასახული სხვადასხვა გრძნობა, ბევრი ნამუშევარი და ბევრი მხატვარი. ქალაქის პეიზაჟებს პორტრეტები მოსდევს, პორტრეტებს აბსტრაქცია და უცებ საიდანღაც დაჟინებულ მზერას გრძნობ. მზერას, რომელიც აკვირდება შენი სახის თითოეულ ნაკვთს, შენს რეაქციას.. ეს ლუვრი არაა და არც მონა ლიზა გიმზერს იდუმალი თვალებით. ეს მშრალი ხიდია- გამოფენა ღია ცის ქვეშ. ადგილი, სადაც ზაფხულობით შემოქმედებით წვას თბილისურ სიცხეში წვა ემატება, სადაც მხატვრული ტილოები არც ისე ძვირად ფასობს ( საშუალოდ, მათი ფასი 50დან 300 ლარამდე მერყეობს) სადაც , ზოგის აზრით, ხელოვნების ნაცვლად ხელოსნებს ვხვდებით და სადაც ყველაზე მკაფიოა მატერიალური და ესთეტიკური ღირებულებების კომბინაცია. მხატვრობა უბრალო ხელობა რომ არაა, ამაზე ყველა თანხმდება. ბევრი მტკიცედ ამტკიცებს, რომ ნამდვილი შემოქმედი არასდროს აქცევს ხატვას ბიზნესად, არ გაყიდის “სულის ნაწილს” განსაზღვრულ ფასად და მასების მოთხოვნის მიხედვით არ შეიცვლის სტილს. საინტერესოა აბა რითი უნდა იცხოვროს “ჭეშმარიტმა შემოქმედმა”? – ენთუზიაზმით თუ ‘ღვთით ბოძებული განსაკუთრებული ხედვით’?

დათო სამხარაძე- ეს სახელი და გვარი , ალბთ, ბევრს არაფერს გეუბნებათ. ის ერთი მხატვარია, რომელიც მრავალი კოლეგის მსგავსად 1987 წლიდან მოყოლებული მშრალ ხიდზე ცდილობს ხატვისა და ბიზნესის შეთავსებას. სანამ აქაურ მხატვრებთან გასაუბრებას გადავწყვეტდი, დარწმუნებული ვიყავი, უამრავ პრობლემასა და ბევრ მშიერ სახეს გადავაწყდებოდი, მაგრამ ჰოი საოცრებავ! ან ზედმეტად თავმომწონე საზოგადოებაში ამოვყავი თავი, ან მშრალი ხიდი მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინცაა საუკეთესო ადგილი შესაძლებლობების გამოსავლენად. მოსალოდნელი “მყიდველი არ არის, ვის მივყიდო” ფრაზის ნაცვლად გავიგე- “სხვებისა არ ვიცი, მაგრამ თუ ნიჭი გაქვს, მყიდველი ყოველთვის გეყოლება” და რაღა თქმა უნდა საკუთარ ნიჭიერებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. მათთვის, კი ვისთვისაც “შესაბამისი გემოვნებიანი შემფასებელი” ჯერ არ გამოჩენილა, დროის გასაყვანი უამრავი საშუალება არსებობს.

“ვისაც ფული აქვს, გემოვნება არ აქვს (ან აქ სიარული ეზარება) და ვისაც გემოვნება აქვს, ფული არ აქვს”-წარბშეუხრელად გამომიცხადა ერთ-ერთმა მხატვარმა. რა გამოდის, რომ თუ გინდა “სარფიანად ივაჭრო” ისე უნდა ხატო, როგორც მასებს სურთ? ჩანჩქერის წინ მოლივლივე გედებითა და ავლაბრის ჩაწიკწიკებული ხედებით შემოფარგლო შენი ფანტაზია? ირგვლივ მიმოვიხედე და არცთუ სასიამოვნო პასუხი გავეცი ამ რიტორიკულ კითხვას- ანუ ყველასთვის გასაგებ ენაზე რმ ვთქვა, “ყველასთვის გასაგები ხელოვნება” უნდა შექმნა.

არანაკლები ენთუზიაზმით დამხვდნენ რუსთაველზე გამოფენილი ნახატების ავტორებიც. მართალია ფასები აქ გაცილებით დაბალია, მაგრამ ტურისტი მეტი დადის და სხვა თუ არაფერი, ხელნაკეთ ყანწს მაინც იყიდის. აქაც იმავეს ამტკიცებენ,რომ “თუ ნიჭი გაქვს, არ დაიჩაგრები, მაგრამ ამ მთავრობის ხელში..” როგორც ჩანს, მარტო ნიჭი არ ყოფილა საკმარისი. ერთი დღით გამოფენის მოწყობა, საშუალოდ, 150 დოლარი ჯდება და მათთვის, ვისთვისაც ეს კუპიურა მხოლოდ ფერწერულ ტილოებზე შეიძლება გამოისახოს, მარად და მუდამ იარსებებს რუსთაველის გამზირი, მშრალი ხიდი. ადგილები, სადაც ისინი, როგორც გივი შოშიაშვილმა თქვა, “საზოგადოებას მიაწვდიან საკუთარ შემოქმედებას და ვისაც გემოვნება აქვს, დააფასებს მათ, თუ არა და იქნებ მომავალმე მთავრობამ მაინც გამოიჩინოს მეტი ყურადღება”.

აქაც მთავრობა???

ირმა ამირეზაშვილი

8 Comments

Filed under კულტურა

რა ურჩევნია მამულსა?

ამ კითხვაზე ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ გვიპასუხეს, მაგრამ განა ყოველთვის ისე ხდება, როგორც მამულს უნდა? და თუ კი, მაშინ რატომ გვესმის თითქმის ყოველდღიურად შემდეგი სიტყვები: “სულ გაფუჭდა ეს თაობა”, “ჩვენს დროს ასე ვინ იქცეოდა”, “მე რომ ამხელა ვიყავი…”თუმცა, რეალურად, ე.წ. ხიდჩატეხილობის პრობლემა მამათა და შვილთა შორის არც ისე საკვირველი რამაა, და, ალბათ, არც ეს ფრაზებია ახალი.

მოკლედ, მათი პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობენ ახალგაზრდები მშობლებზე და უბრალოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე?! სამწუხაროდ, ეს სტატია სრულ სურათს ვერ შექმნის, თუმცა ვფიქრობ თქვენი კომენტარების და მოსაზრებების მეშვეობით მაინც ამოვავსებთ სიცარიელეს.

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის საკუთარი თავიდან დავიწყებ: ჩემი მშობლები თვლიან, რომ მე ზარმაცი ვარ, არასერიოზულად ვეკიდები ჩემს განათლებას და მომავალს, გართობაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე სწავლაზე….

რა თქმა უნდა, ოჯახური ურთიერთობები მხოლოდ პრობლემებით არ შემოიფარგლება. ჩემი რესპოდენტი, 18 წლის თამთა თვლის, რომ დედასთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მასთან საკმაოდ ბევრ თემაზე საუბრობს და რჩევებსაც იღებს, თანაც ძალიან ეფექტური და უმტკივნეულო გზით:

დედა ისეთ სიტუაციას მიქმნის, რომ მე თვითონ მივიდე პასუხამდე. არ მახსოვს, რომ ოდესმე ეთქვას- თამთა, ეს ესე გააკეთე!” ამის მიუხედავად, არის საკითხები, რომელზედაც თამთა და მისი მშობლები ვერ თანხმდებიან. “არასოდეს ვესაუბრები ჩემს პირად ცხოვრებაზე. არ ვთვლი მიზანშეწონილად, დედაჩემმა იცოდეს რომ ვიღაც მომწონს.” რადგან, მამათა და შვილთა დაპირისპირება არა მხოლოდ ნათესაურ კავშირებს მოიცავს, თამთას აზრმა ზოგადად უფროსი თაობის წარმომადგენლებზეც დამაინტერესა. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ, მაგრამ საქართველო ხომ ტენდენციების ქვეყანაა?! აქ ის რაც ახასიათებს ერთს, შესაძლოა ახასიათებდეს მთელ ერს (ან იქნებ ეს არა მხოლოდ საქართველოს სენია?).

პასუხი კითხვაზე: “მასობრივად უფროსების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ მომწონს. უმეტესობას გონია, რომ რადგან შენზე უფროსია, ამიტომ არ გაქვს უფლება შეეკამათო, აზრი გამოთქვა, ესაუბრო, როგორც თანასწორს. ამ უკანასკნელთ, მოწიწების დაკარგვას ეძახიან, მოწიწება კი იმას არ ნიშნავს, რომ აზრის განვითარების საშუალება არ მოგცენ. მიხარია, როცა ვაწყდები ისეთ უფროსს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულს, რომელიც პატივს გცემს, როგორც პიროვნებას, ცდილობს ჩამოყალიბებაში ხელი შეგიწყოს. ასეთ ხალხთან ურთიერთობა გზრდის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ბედნიერება ხშირი არ არის და არც ვიცი, ოდესმე ასე იქნება თუ არა.

მართლაც, ვინ იცის, იქნებ ოდესმე ჩვენც, უკვე ხანში შესულები, გაგვაკვირვოს იმდროინდელი ახალგაზრდების ქცევამ, ურთიერთობებმა, ჩაცმულობამ და ა.შ. იქნებ ოდესმე ჩვენც სინანულით გადავულაპარაკოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე მდგომ მოხუცს: “ნწნწ, რა თაობა მოდის?!” და რა საინტერესოა, რას იტყვიან მაშინ ჩვენზე? იქნებ საპასუხოდ “რა თაობა მიდისო” გვიპასუხონ კიდეც…

P.S: ჩემს სტატიას ზღვაში წვეთსაც კი ვერ ვუწოდებ იმ ყოველივესთან შედარებით, რაც ზემოთ აღნიშნული საკითხის საფუძველზე შექმნილა. რამდენი მოთხრობა, პოემა, ლექსი თუ სიმღერა დაწერილა, რამდენი ფილმი და კლიპი გადაუღიათ, თუმცა რაღა შორს წავიდეთ? ვფიქრობ, შემდეგი სიტყვები და მათი კარგად გააზრება ერთერთი საუკეთესო გზაა ამ პრობლემის გადასაჭრელად:

მე რომ შენხელა ვიყავი, მაშინ ხომ ვიყავი შენხელა? ჰოდა ოცდაათი წლის შემდეგ შენც ხომ გახდები ჩემხელა? ესე იგი, ჩვენს შორის რა განსხვავებაა? არაფერი!” © ჩვენი მეგობარი ილარიონი

თამთა ჯაფარიძე

4 Comments

Filed under ახალგაზრდობა, საზოგადოება

რუსული კუბიკ-რუბიკი , თვითგამოცხადებული ამნისტია და ირაციონალიზმი ქართულ ჟრნალისტიკასა და პოლიტიკაში

პოლიტიკა რომ ბინძური საქმეა მგონი არც პირველად გესმით ჩემგან და ალბათ არც უკანასკნელად. მაგრამ როგორც ყველაფერში , ქართველები აქაც შესაშურ მაქსიმალიზმს ვიჩენთ და დაბინძურების დონე პოლიტიკაში დასაშვებ ზღვარს სცილდება. ამ საქმეში კი თავს არ ზოგავს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. მაშინ როდესაც დაახლოებით ერთ თვეში საარჩევნო ციებ-ცხელება ურთიერთთავდასხმის ფაზაში გადავა , საქართველოდან კრემლში ექსკურსიაზე რიგრიგობით მიემართებიან პოლიტიკოსები. ბატონ ჟირინოვსკის წლების წინ ნაწინასწარმეტყველები (”მოვა დრო და ქართველები რუსეთთან მუხლებზე ხოხვით მოხვალთ”-ჟირინოვსკი) მგონი დროზე ადრე იწყებს ახდენას. ნამდვილად არ მადარდებს ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა ლელა კაკულიას ჟირინოვსის სახით , მაგრამ ნამდვილად საოცარია რომ ზოგიერთი ქართველი ”თავგადაკლული პატრიოტი” პოლიტიკოსი ”ედინაია რასიასთან” უფრო იოლად პოულობს საერთო ენას ვიდრე ”ნაციონალურ მოძრაობასთან”. ალბათ არც ეს არის დიდი ტრაგედია რადგან ” წყალნი წავლენ და წამოვლენ” , ქვიშა კი დარჩება. თუმცა ერთი კია – საშიშია წყლის ამდენმა მისვლა-მოსვლამ საზოგადებაში არ გააჩინოს საყოველთაო ნიჰილიზმის სინდრომი, რომელსაც გაცილებით უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება ჩვენი ქვეყნისათვის ვიდრე , წაპოლიტიკოსო ფიგურების მიერ პუტინისთვის მადლობების მიძღვნას. ალბათ არ მიწყენთ თუ კვლევ ვახსენებ რუსული პოლიტიკის შალვა ნათელაშვილს – ჟირინოვსკის- რომელიც რატომღაც ჩვენზე უკეთ ხვდება, რომ ქართველთა ვიზიტები ერთმორწმუნე ოკუპანტებთან არა მხოლოდ თავად ვიზიტორების, არამედ მთლიანად ჩვენი ერის სირცხვილი და დამცირებაა.

თუმცა გახშირებულ ვიზიტებს რეალურად უკავშირდება თუ არა ქართულ ოპოზიციაში(?) დაქსაქსულობა ეს ჯერ კიდევ საკითხავია. უკვე აღარავინ მალავს რომ ხელოვნურად შეკრული ერთობა რომელსაც არაპოლიტიკოსი (ლამის წმინდანებად შერაცხული) პიროვნებები ედგნენ სათავეში მარტივ მამრავლებადაა დაშლილი. იდეოლოგიური (თუკი საერთოდ რაიმე მნიშვნელობა აქვს ჩვენთან იდეოლოგიას) ანარქიზმის პირობებში ,რომელიც ამ ”კავშირში”არსებობდა , ეს სულაც არაა გასაკვირი . გასაკვირი ალბათ ის უფროა რომ ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლებასთან დაკავშირებული თემები თითქმის განიდევნა საინფორმაციო ბადიდან . იქმნება სურათი თითქოსდა ”ჯაფით წელგაწყვეტილი” ხელისუფლება სულაც არ აქცევს ყურადღებას არც ოპოზიციის რუსიფიკაციის აშკარა საფრთხეს და არც მათში წარმოშობილ გაურკვევლობებს. ისინი მხოლოდ ირონიაშეპარული კომენტარებით შემოიფარგლებიან . პოლიტიკური დუღილი კი დღითიდღე უფრო და უფრო მძაფრდება , მაგრამ საუბედუროდ უფრო და უფრო ქაოურიც ხდება. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმას გვახსენებს პემანენტულად , რომ რუსეთი ჩვენი მტერია და ლოგიკურია, რომ ის ვინც რუსეთთან თანამშრომლობს ისიც ჩვენი მტერი გამოდის. აქიდანვე შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ქართული ოპოზიცია საკუთარი ხელით ითხრის საფლავს. თუმცა რმდენად შეესაბამება ეს სიმართლეს ალბათ დროისა და ქართული საზოგადოების განსჯის საქმეა.
ამ ყველაფრის პარალელურაც არც ხელისუფლებაა უმოქმედოდ და აქტიურად განაგრძობს ხალხის ”დაბოლებას”. ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყოფილიყო ნაკლებბიუჯეტიანი რეგიონალური ტელევიზიების მშველელი და მათთვის დავალიანება ჩამოეწერა , თუმცა მალევე გაირკვა რომ საგადასახადო ამნისტია ნაციონალურ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ტელევიზიებსაც შეეხებათ. ალბათ რთული მისახვედრი არაა რომ საქართველოს ”ნაციონალური” ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს – უფრთხილდება საკუთარ იმიჯს და მის რეინკარნაციას ცდილობს, ამ ყველაფრის პარალელურად კი იგი საკუთარ მფლობელობაში (მგონი ამაში ეჭვი აღარავის ეპარება) მქონე ტელევიზიებს ფინანსურად საკმაოდ დიდ შეღავათს უწესებს. ალბათ ლოგიკურია იკითხო რაში სჭირდება 25 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს , ”იმედს” (რომელსაც ოფიციალური ვერსიით ხან ბერბერები მართავენ და ხან ბედუინები) ანდა ერთდროს ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად” წოდებულ ”რუსთავი 2”-ს ეს ამნისტია , თუკი ამ ინიციატივის წამომწყებნი თავადვე არ ხეირობენ საკუთარი გადაწყვეტილებით.
ჩვენი ხელისუფლების დაჟინებული მტკიცების ( რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები თითქმის არ ირღვევა მათი მხრიდან) საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას ადამიანთა უფლებების დაცვის თაობაზე . 194 ქვეყანაში , რომელთაც ეს ანგარიში ეხებათ , საქართველოც შედის . ამ მოხსენების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში მთავარ პრობლემას წამოადგენს ”ძალის გადამეტებული ხმარება დემონსტრაციის დასაშლელად; ხელისუფლების ზეწოლა სამართლებრივ სისტემაზე; ელიტური კორუფცია” . ასევე ყურადღება აქვს დათმობილი ქართული მედიის არც თუ სახარბიელო მდგომარეობასაც . ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს მიღწევად კი სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის რეფორმა და საარჩევნო კოდექსის შესწორება დასახელდა, რომელიც თბილისს მერის პირდაპირ არჩევნებს ითვალისწინებს . რაღა თქმა უნდა , ამ მოსხენების საპასუხოდ მიხეილ სააკშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და დუშეთში გაკეთებულ კომენტარში ყურადღება მხოლოდ იმაზე გაამახვილა. რომ არათუ ჩვენი ქვეყნის კეთილისმსურველები , არამედ მტრებიც კი იძულებულნი არიან დაინახონ პროგრესი , რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში.

უპრიანი იქნება თუ აქვე შევეხებით ერთ არც თუ სასიამოვნო ტენდენციას , რომელმაც თავი იჩინა ჩვენს ქვეყანაში (ქვეყანაში ,სადაც პოლიტიკა და ფეხბურთი ყველამ იცის და ყველას ესმის ?! ) . მხედველობაში მაქვს ქართველი ჟურნალისტების პოლიტიკაში გადაბარგების ტენდენცია . ბოლო სიახლე ამ მხრივ ინგა გრიგოლიას ქრისტიან-დემოკრატებთან გაერთიანება და მისი არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებაა. ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი ქართულმა ჟურნალისტიკამ მიიღო უფრო დიდი დანაკრაგი თუ ქართულმა პოლიტიკამ დიდი შენაძენი , მაგრამ ფაქტი რომ ქართველ ჟურნალისტთა არც თუ მოკრძალებული ნაწილი უკვე ”დიდ პოლიტიკაშია” წასული , არა მგონია ეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დადებით ტენდენციებზე მეტყველებდეს. რეალურ სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ რომ სატელევიზო სივრციდან თითქმის გაქრნენ ჟურნალისტები. მხედველობაში არ მყავს ახალი ამბების წამყვანები , რომლებიც რატომღაც სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან საბჭოთა დიქტორებს და ისიც საკითხავია რამდენად პროფესიონალურად, საინტერესოდ და მაყურებელთათვის გასაგებად ახმოვანებენ ახალ ამბებს . ჩემი ღრმა რწმენით ყველამ საკური საკუარი საქმე უნდა აკეთოს ოღონდ ეს სულაც არ გულისხმობს რომ პროფესიის შეცვლა დანაშაულია. უბრალოდ ნამდვილად არ იქნება კარგი , რომ ჟურნალისტიკა ჰაერში გამოკიდებული დარჩეს და ისიც რატომ? პოლიტიკურად ნეიტრალური, გაურკვეველი იდეოლოგიის მატარებელი პარტიების რიგების შევსების გამო.
თუმცა როგორც წესი ჩვენს ქვეყანაში ალბათ ამ ყველაფერსაც მოეძებნება თავისი ”რაციონალური” (თუმცა მიმაჩნია სადაოა) მიზეზები . ალბათ ნელ-ნელა გაიზრდება პანსლავიზმის სურდოთი გაციებული პოლიტიკოსების რიცხვი , რომლებიც სულ მალე დაგვიწყებენ მტკიცებას რომ ქართველები რუსები ვართ და რომ თურმე მადლობაც კი გვქონია გადასახდელი ბატონი პუტინისთვის ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპირებისა და ათასობით დაღუპული ქართველისათვის. ალბათ სულ მალე ”კურიერის” და ”მოამბის” სტუდიებში ჩართვებზე გამოვლენ კუკავა, კირკიტაძე და ბესელია , ამინდის პროგნოზს ხან გამყრელიძე გაგვაცნობს , ხან ჩიხრაძე. საშობაო ლიტურგიას თავისი ხავერდოვანი ხმით წარუძღვება გიორგი გაჩეჩილაძე (ყველასთვის ნაცნობი ”უცნობი”), ხოლო დამსახურებული ქართველი პილიტიკოსებს მაია ასათიანს და დიმიტრი ობოლაძეს ინტერვიუს ჩამოართმევს მარიკა ვერულაშვილი .ლაშა ქავთარაძე

17 Comments

Filed under პოლიტიკა

გგონიათ ბევრი იცით წიგნების შესახებ?

წიგნი_ ნაწერი, ილუსტრირებული, ნაბეჭდი ფურცლების ერთობლიობაა, რომელიც შეიძლება იყოს ქაღალდის, პერგამენტის ან სხვა რომელიმე მასალის. (თუმცა არსებობს ეგრედ წოდებული ე-წიგნები, ანუ ელექტრონული ვერსიები).
ჯერ კიდევ უძველეს ხანაში, როდესაც შეიქმნა პირველყოფილი დამწერლობები, ანტიკური ადამიანები თითქმის ყველა სახის მატერიალს იყენებდნენ საწერად, იქნებოდა ეს ქვის ზედაპირი, თიხის ფირფიტები, ხის მერქანი თუ სხვა რამ. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1800 წელს, ეგვიპტელებმა დაიწყეს წერა პაპირუსის ქაღალდებზე (პაპირუსი_ წებოვანი მცენარე, რომელიც ნილოსის ნაპირთან იზრდება, ეგვიპტელები მას მრავალმხრივად იყენებდნენ, ერთერთი იყო ქაღალდის დამზადება) თუმცა მას შემდეგ “წერა-კითხვის” კულტურა ბევრად დაიხვეწა და მერვე საუკუნეში, როდესაც არაბები ქაღალდის მიღების საშუალებებს გაეცნენ ჩინეთში, მათ პირველად გამოუშვეს ქაღალდის წიგნი.
ტექნოლოგიები უმჯობესდება და დაახლოებით 1800-იან წლებში, ორთქლის ენერგიაზე მომუშავე საბეჭდ მანქანას საათში უკვე 1100 გვერდის დაბეჭდვის უნარი ჰქონდა, თუმცა მუშებს საათში მხოლოდ 2000 ასოს ჩაწყობა შეეძლოთ. XIX საკუნეში პოპულარული გახდა მონოტიპური და ლინოტიპური საბეჭდი მანქანები სადაც უკვე საათში 6000 ასოს მომართვა გახდა შესაძლებელი. მეთხუტმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ადამიანები ზრუავდნენ ტექნიკის დახვეწისათვის, რადგან წიგნის კულტურა უფრო და უფრო ძვირფასი ხდებოდა ევროპისათვის, საბოლოოდ XX საუკუნის შუა წლებისთვის აქ წიგნის გამოცემა წელიწადში 200 000 სათაურით იზრდებოდა.

ლიტერატურა რამდენიმე სახის არსებობს, შეიძლება იყოს სამხედრო, პოლიტიკური, მეცნიერული, პუბლიცისტური ან მხატვრული და ა.შ. შესაბამისად წიგნებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება.
საქართველოში არსებობს რამდენიმე სერიოზული გამომცემლობა, რომლებიც გამუდმებით ზრუნავენ ქართველ მკითხველებს მიაწოდონ როგორც მსოფლიოსთვის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანები, ასევე ადგილობრივი პოეტური თუ პროზაული შემოქმედებანი.
გვანცა ფოცხიშვილი გამომცემლობა “სულაკაურის” მაღაზიის “სანტა ესპერანსას” კონსულტანტი იყო სულ ცოტა ხნის უკან. ის ამავდროულად ახალგაზრდაა, რომელიც რეგულარულად ეცნობა მხატვრულ ლიტერატურას.
როგორც იგი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პაულო კოელიოს ნაწარმოებები ისეთივე პოპულარული აღარაა, როგორიც რამდენიმე წლის უკან იყო, ახლაც ლიდერობს სხვა თარგმნილ პროზასთან შედარებით. ასევე დიდი მოთხოვნაა სტეფენი მეიერის “ბინდი”-ზე, რომელიც სხვა საპატიო ადგილთან ერთად, ნიუ-იორკ თაიმსის, ნომერ პირველ ბესტსელერი გახდა. იგივე წიგნის ინგლისური და რუსული ვერსიებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მკითხველებში, თუმცა მშობლიურ ენაზე თარგმნის შემდეგ აღნიშნულ ნაწარმოებზე მოთხოვნა ბევრად გაიზარდა.
ყველზე გაყიდვადი დღესდღეობით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საბავშვო წიგნებია, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები, საყმაწვლო ენციკლოპედიები და ა.შ. არის ასევე მოთხვნადი ნაწარმოებები სხვა გამოცემებისგან, როგორიცაა მაგალითად პალიტრა L , თუმცა მათი გამოშვებული წიგნები დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევიან (საკაოდ სწარაფად).
არის ისეთი მწერლის წიგები, რომელსაც მუდმივად და გამომცემლობის მიუხედავად ჰყავს მყიდველი, ასეთია მაგალითად გაბრიელ გარსია მარკესი…
ქართული პროზის ლიდერი ნაწარმოებია დავით ტურაშვილის “ჯინსების თაობა” რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს. ასევე მოთხოვნადია აკა მორჩილაძის ნაწარმოებები და როგორც გვანცა ამბობს, ყველაზე გაყიდვადი “მოგზაურობა ყარაბღში”-ა, ვინადან ამ ნაწარმოებზე ფილმიცაა გადაღებული.
ბოლო დროს ქართულ პროზას შეემატა ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” და ბასა ჯანიკაშვილის ”აბსურდისტანი”, რომლებიც უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნების მაღაზიებში.
თუმცაღა, როგორც გვანცა აღნიშნავს ქართველი მკითხველისთვის მეტად პოპუარული სწორედაც რომ თარგმნილი პროზაა.
გამომცემლობა “სულაკაური” ხშირად მართავს წიგნის პრეზენტაციებს, რის შესახებაც შეგიძლიათ შეიტყოთ ეგრედ წოდებული “პირწიგნაკის” (Facebook) საშუალებით. ასევე გამომცემლობის მეორე მაღაზია, “ექსლიბრში” ყოველ კვირას ეწყობა წიგნის კლუბის შეხვედრები სადაც ტარდება პროზაული ნაწარმოებების განხილვები.
გვანცას აზრით, საქართველოში წიგნი ისეთივე იაფი არაა როგორც დასავლეთ ევროპაში, თუმცა ეს იმის ბრალია, რომ ზოგადად, ანაზღაურება საქართველოში ბევრად დაბალია. თუმცაღა, ის ამბობს, რომ ადამიანს, რომელსაც ნორმალური შემოსავალი აქვს თვეში ერთი წიგნის ყიდვის საშუალება თავისუფლად ექბეა.
წიგნის გაძვირებას ისიც უწყობს ხელს, რომ ქართველი გამომომცემლობები მის გამოშვებაზე მეტ ფულს ხარჯავენ ვიდრე საზღვარგარეთ. როგორც გვანცა ფოცხიშვილი ამბობს, აქ წიგნს უფრო ხშირად საჩუქრისთვის ყიდულობენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის და შესაბამისადაც გამომცემლობები ყდის დიზაინს, მასალას, ზომას თუ ხარისხს მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე სხვა, დასავლურ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ფასიც მეტია.
“ყველაზე პოპულარული გამომცემლობა საქართველოში “ბაკურ სულაკაურია” ამბობს გვანცა, ის თვლის რომ აღნიშნულმა კომპანიამ ზუსტად იცის რა სახის ლიტერატურაა საიტერესო მოსახლებისთვის და მათი წარმოდგენილი ნაწარმოებები მხოლოდ პოეზიასა და პროზას არ მოიცავს, აქვთ წიგნები როგორც კულინარიასა და ოთახის მცენარეებზე, ასევე სამხედრო თემატიკის გარშემოც. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი სახის ლიტერატურა მოთხოვნადი არაა, თუმცა რეალურად ასე არაა.
გვანაცა ფოცხიშვილი ქართველ მკითხველს ურჩევს, რომ აქაურ გამომცემლობებს მეტად კრიტიკულად არ მიუდგნენ, ვინაიდან დიდი და ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რომელი უფრო უკეთესია. საბოლოოდ, ქართულ გამომცემლობებს შეუძლიათ უზრუნველყონ ადგილობრივი მკითხველები ლიტერატურული სიახლეებით და თუკი ვინმეს მოუნდება, მას ადვილად შეუძლია იშოვოს ხარისხიანი და პოპულარული ლიტერატურა, მიუხედავად მათი დაბალი შემოსავლისა.

საინტერესო საიტები:
http://sulakauri.ge/
http://siestagroup.ge/

სტატიის ავტორი: Panshow

5 Comments

Filed under კულტურა

ჩვენ შეგვიძლია

საქართველოში პრობლემებს რა გამოლევს?! მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მოზარდი ხარ და ახლად გადალახული “გარდატეხის ასაკის” გამო ყველაფერს ორმაგად მტკივნეულად აღიქვამ.

ასე რომ, მაშინ როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა, ეს პრობლემა ჩვენზე, მოზარდებზეც პირდაპირ ვრცელდება… არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლები სამსახურს ვერ შოულობენ ან ძალიან მცირე ხელფასით უწევთ ოჯახის რჩენა, არამედ იმიტომაც, რომ ხშირად თავადვე გვიჩნდება საკუთარი ფულის ქონის სურვილი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სურვილი სურვილადვე რჩება.

ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, ზოგჯერ ის პირად ან ოჯახის გადაწყვეტილებასაც კი ემყარება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები უბრალოდ ვერ შოულობენ სამსახურს.

“ყველგან მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება მაინც ჭირდებათ, იმას კი არავინ ფიქრობს, საიდან უნდა მივიღოთ ეს გამოცდილება”- ამ ფრაზისთვის ალბათ თქვენც ხშირად მოგიკრავთ ყური და შესაძლოა დათანხმებიხართ კიდეც. ბედის ირონიაა, რომ ხანდახან არც ეს გამოცდილება აინტერესებთ, თუმცა დღეს ხომ ზრდასრული ადამიანების დასაქმება ჩვენი თემა არ არის.

და მაინც, მოიძებნებიან ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ. ზოგი ოჯახს ეხმარება (ხანდახან ინახავს კიდეც), ზოგი უბრალოდ საკუთარ ჯიბის ფულს გამოიმუშავებს. არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ხელფასი მეორეხარისხოვანია და სწორედ ზემოთ აღნიშნული გამოცდილების, თუნდაც დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ…

19 წლის თორნიკე ჩივაძე ერთერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. თავიდან მისი მიზანი, სწავლის ფულის გადახდა იყო. ეროვნულ გამოცდებზე გრანტი ვერ მოიპოვა და გადაწყვიტა, საკუთარი განათლება საკუთარი შრომითვე დაეფინანსებინა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ სტუდენტური ცხოვრების წესიდან გამომდინარე დიდი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა და, როგორც თვითონ ამბობს “ჯიბის ფულად შერჩა”.

შეიძლება ითქვას, რომ თორნიკეს გაუმართლა. რესტორანში, სადაც ის მუშაობს, მიმტანების გამოცდილებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ: თავად გასწავლიან საქმეს და ე.წ. სტაჟირების გავლის შემდეგ რესტორნის თანამშრომელი ხდები.

ერთი შეხედვით იდეალურად ჟღერს, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ასეა. სტუდენტისათვის ადვილი არ არის დატვირთლი რეჟიმი, თანაც, როგორც თორნიკე ამბობს, კლიენტებისაგან ხშირად უგრძნია “სნობური” დამოკიდებულება, რაც, დამეთანხმებით, არც თუ ისე სასიამოვნოა.

საბოლოო ჯამში, ის მაინც კმაყოფილია. საკუთარი ფულით კომპიუტერი შეიძინა, ზაფხულში Deep Purple-ს კონცერტზე მიემგზავრება და არც მშობლებს შეჰყურებს ხელში. ამის მიუხედავად, მაინც აპირებს, რომ ნელნელა თავის სფეროში გადაინაცვლოს. თორნიკე მომავალი სოციოლოგია და უნდა, რომ ფული უკვე თავის პროფესიასთან მიახლოებული შრომით იშოვოს.

იგივე სურვილი აქვს 18 წლის ნინოსაც, რომელიც მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, მაგრამ “საკუთარი ოფლით” მოპოვებული ფულის გემო უკვე გაიგო: ერთი წლის წინ ნინო ცეკვის ანსამბლთან ერთად ჩინეთში გამეგზავრა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჰქონდათ კონცერტები და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც.

ახლა კი, ნინო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია “ჩამკვდარია” და დამოუკიდებლობის შემდეგ, ძალიან უჭირს ისევ მშობლების ხარჯზე ცხოვრება.

ძალიან მინდოდა ჩემი სტატიით მსგავსი პრობლემის მქონე მოზარდებს დავხმარებოდი, თუმცა რეალურად ბევრი  ინფორმაცია ვერ მოვიძიე. სიტუაცია ალბათ ყველასათვის ნაცნობია. არც ისე ბევრი სამუშაო ადგილია, თუმცა , როგორც თორნიკეს მაგალითიდანაც ჩანს, შესაძლებელია იყოთ დამოუკიდებლები. ამისთვის მთავარია, უაზრო კომპლექსებით არ დაიტანჯოთ თავი. პატიოსანი შრომა ყოველთვის დასაფასებელია და თუ ერთხელ მაინც, ვიღაცამ დამცინავად ჩაიღიმა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ მუშაობთ, ის კი გართობას, სწავლას, მოგზაურობას ამის გარეშეც ახერხებს, ნუ გეწყინებათ… ეს ყველაფერი წარმავალია, გამოცდილება და დამოუკიდებლობა კი, რამდენად პათოსურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფასდაუდებელი განძი.

თამთა ჯაფარიძე

13 Comments

Filed under ახალგაზრდობა